ეკონომიკა

„წლის მეწარმის“ ტიტულის პირველი ქართველი მფლობელი მამუკა ხაზარძე გახდა

13 ნოემბერი, 2014 • • 2441
„წლის მეწარმის“ ტიტულის პირველი ქართველი მფლობელი მამუკა ხაზარძე გახდა

კონკურსი „წლის მეწარმე“ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „EY საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით, ორგანიზებითა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა.


„EY საქართველოს“ ბრენდის, მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის წარმომადგენლის ნათია მელთაურის ინფორამციით, კონკურსში 18 კომპანია მონაწილეობდა, თუმცა კონკურსის სხვადასხვა ნომინაციაში სამმა მეწარმემ გაიმარჯვა:


„საქართველოს ახალი სახით წარმოჩენისთვის“ ჯილდო გადაეცა ნინო ელიავას, კომპანია More is Love, ხოლო „ტრადიციული გემოს შენარჩუნებისთვის“ დაჯილდოვდა ივანე გოგლიძე, კომპანია „კულა“.


კონკურსის მედიამხარდამჭერებს წარმოადგენენ Forbes Georgia და ტელეკომპანია მაესტრო.


ჟიურის შემადგენლობაში შედიან რუბენ ვარდანიანი (ტროიკა დიალოგის დამფუძნებელი, 2005 წლის რუსეთის მეწარმის ტიტულის მფლობელი და 2012 წლის მსოფლიო მეწარმის ჟიურის წევრი), ქეთევან ბოჭორიშვილი (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე), გიორგი ბაჩიაშვილი (თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი), დევი ხეჩინაშვილი (გამგეობის თავმჯდომარე, აიპ საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაცია) და გიორგი ჭირაქაძე (საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი).


„წლის მეწარმე 2014″-ის გამარჯვებული მამუკა ხაზარაძე 2015 წლის ივნისში გაემგზავრება მონტე კარლოში გამართულ ღონისძიებაზე World Entrepreneur Of The Year® , სადაც ის წარადგენს საქართველოს და იბრძოლებს მსოფლიო მეწარმის ტიტულისათვის.

 

მამუკა ხაზარაძე წლის მეწარმედ დაასახელეს, 2014
მამუკა ხაზარაძე წლის მეწარმედ დაასახელეს, 2014

მასალების გადაბეჭდვის წესი