ამის შესახებ განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა.
“პროექტის ფარგლებში ენერგოდამზოგავი საწარმოო მასალების კომბინატი აშენდება, სადაც დაახლოებით 60-70 ადამიანი დასაქმდება. პროექტს კომპანია „იტონგი” ახორციელებს და მათ ექნებათ 2 წელი იმისთვის, რომ საწარმო აამუშაონ და პირველი პროდუქცია გამოუშვან.“იტონგი” ძალიან ცნობილი საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდია და აღნიშნულ კომპანიას სამხრეთ კავკასიაში ექსკლუზივი ექნება ამ კონკრეტული პროდუქტის წარმოებასა და რეალიზაციაზე”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
სამთავრობო პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” 2014 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია და დამწყები საწარმოების, ე.წ. სტარტ აფების ამუშავებისთვის იქნება მიმართული.








