“ვგეგმავდი გადამზიდავ კომოანიებთან შეხვედრას, მაგრამ ცნობილი მოვლენების გამო ეს ვერ მოვახერხე”– განაცხადა კვირიკაშვილმა.
გადამზიდავი კომპანიები ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრას სამი თვეა ითხოვენ. კომპანიებმა- DHL და TNT ერთდღიანი გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. კომპანიების სერვსით 30 ოქტომბერს მომხმარებლებმა ვერ ისარგებლეს.
გადამზიდავი კომპანიები აცხდებენ, რომ ეკონომიკის სამინისტრო კანონპროექტით “ფოსტის შესახებ” ევროკავშთან ასოცირების ხელშეკრულებას და ევროკომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება და ბაზარზე “საქართველოს ფოსტის” მონოპოლიას უზრუნველყოფს.
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა და სპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა საქართველოს პრემიერ–მინისტრი და მისი სიმამრი კორუფციული სქემის შექმნაში ამხილა, რომელმაც გადაზიდვების ბაზარზე “საქართველოს ფოსტის”მონოპოლია უზრუნველყო.
ნადირაშვილის მტკიცებით, “ფოსტის შესახებ” კანონპროეტის მიღების შემდეგ “საქართველოს ფოსტა” ბაზარზე საფოსტო გადაზიდვების უფლებას მხოლოდ იმ ქვეკონტრაქტორებს მისცემს, რომლებსაც ღარიბაშვილი–თამაზაშვილის ჯგუფი ლობირებს. ნადირაშვილი აცხადებს, რომ ერთ–ერთი კომპანია შპს „ტოპ ტრანს სერვისია. “
