ეკონომიკა

პროექტს “აწარმოე საქართველოში” ლიზინგის კომპონენტი დაემატა

7 ნოემბერი, 2014 • • 2006
პროექტს “აწარმოე საქართველოში” ლიზინგის კომპონენტი დაემატა

“დღეს დამტკიცდა ახალი პროექტი. პროგრამის ახალი მიმართულება, ეს არის პროგრამის “სალოზინგო მიმართულება”. საქართველოში საწარმოო დანადაგარი ტექნოლოგიები საკმაოდ მოძველებულია, ამიტომ არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფო გაუწევს სუბსიდირებას და არსებიული სალიზინგო კომპანიების მეშვეობით მიაწვდის გაცილებუთ გაიაფებულ სერვისებს პროგრამაში ჩართულ კომპანიებს. ეს იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ტექნოლოგიების და ახლი დანადგარების იმპორტისათვის საქართველოში”– განაცხადა კვირიკაშვილმა. 

 

ადგილობრივ ბაზარზე სამი სალიზინგო კომპანია საქმიანობს. არსებული სტატისტიკით, საქართველოში 123 სალიზინგო კომპანიაა დარეგისტრირებული, თუმცა მათგან მხოლოდ სამი საქმიანობს.

 

ადგილობრივ ბაზარს „თიბისი ბანკის“ სალიზინგო კომპანია „თიბისი ლიზინგი“, საქართველოს ბანკის „საქართველოს სალიზინგო კომპანია” და დამოუკიდებელი  „ალიანს ჯგუფი ლიზინგი” ინაწილებენ.

 

საქართველოში სალიზინგო კომპანიების სესხზე საპროცენტო განაკვეთი 16–20 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. კომპანიები სესხს გამოუყოფენ მეწარმეებს, რომლებიც დანადგარებს ყიდულობენ და  თანხას ხელშეკრულებით გაწერილ ვადებში ფარავენ.

 

სამთავრობო პროგრამა – “აწარმოე საქართველოში” 2014 წლის 1 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 46 მილიონი ლარია და დამწყები საწარმოების, ე.წ. სტარტ აფების ამუშავებისთვის იქნება მიმართული.

 

საქართველოს მთავრობამ პროექტს “აწარმოე საქართველოში” ახალი კომპონენტი ოქტომბერში დაუმატა  და რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეების დაფინანსებას იწყებს.  

 

პროექტი 2014 წლის 1 ნოემბრიდან დაიწყო. ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია, შესრულების ვადა -22 თვე. მიკრო და მცირე მეწარმეები პროექტის ფარგებში ინდივუდუალურად 5 ათას ლარს, ხოლო ჯგუფურად 15 ათას ლარს მიიღებენ. თანამონაწილეობა ბიზნესის მხრიდან მიღებული დაფინანსების 20%–ია. პროექტის დაფინანსებამდე შერჩეულ მეწარმეებს ტრენინგი ჩაუტარდებათ და დაფინანსებას მხოლოდ ბიზნესგეგმის წარდგენის შემდეგ მიიღებენ. 

 

“აწარმოე საქართველოს”  პროგრამის ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი მოხმარდება სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-გადამუშავებას, ხოლო 16 მილიონი – ინდუსტრიული პროდუქტის წარმოებას. 

გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი