ფინანსური გარიგება საჯარო რეესტრის მონაცემებით კომპანიის დოკუმენტაციაში ოფიციალუარდ 22 ოქტომბერს აისახა.  

 

“კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში” გიორგი ფხაკაძის კუთვნილი 0,28%-იანი წილი აუქციონზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაუზრუნველყოფილი კრედიტორის, სს „თიბისი ლიზინგის” სასარგებლოდ გაყიდა.


სააჯრო რეესტრის მოანცემებით, “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში” სეტემბერში კიდევ ერთი ცვლილება განხორციელდა:

 

8,64%-იანი წილის მფლობელმა, გიორგი ჯავახიშვილმა საკუთარი წილი გაყიდა, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელმა, თემურ ჭყონიამ შეიძინა.  საჯარო რეესტრის მონაცემებით, თემურ ჯყონია კომპანიის 87,47% ფლობს. 

 

ამერიკული Coca-Cola-ს ფრანჩიზას მფლობელ ქართულ კომპანიას სულ 16 მეწილე ჰყავს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *