ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ამ საკითხზე კომენტარი დღეს “ექსპოჯორჯიაში” პროექტ “აწარმოე საქართველოში” პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გააკეთა.


“ამ  ეტაპზე ბოლო ტექნიკური დეტალების დაზუსტება ხდება, მიმდინარეობს გაანგარიშება, რა დაჯდება არსებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის განახლება. “ტავ ჯორჯიას” აეროპორტების მართვის ხელშეკრულების ვადა აღარ გაუხანგრძლივდება, თბილისის აეროპორტში კი ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად კომპანია გარკვეულ სამუშაოებს ჩაატარებს და ასაფრენ–დასაფრენ ბილიკსაც ააშენებს”.

 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2012 წლის  სექტემბერში დაიწყო, რისთვისაც 64 მილიონის ინვესტირება იყო დაგეგმილი. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ “ტავ ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულება მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით  “ტავ ჯორჯიასა” და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის გაფორმდა.

 

საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თბილისის აეროპორტში ასაფრენი ბილიკის მშენებლობა შეჩერდა და დღემდე გაჩერებულია.

 

თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა,  თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15– წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, „ტავ და ურბანმა“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

 

აეროპორტი
აეროპორტი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *