საბორნე ხაზის ოპერირებას განახორციელებს უკრაინული კომპანია ,,უკრფერი“. საბორნე ხაზს მოემსახურება შერეული ტიპის სამგზავრო–სარკინიგზო ბორანი ,,გრეიფსვალდი“.
ბორანს შეუძლია 50 სატვირთო ავტომობილის, 50 ვაგონის, 150 მგზავრის გადაყვანა. მიმოსვლა განხორციელდება კვირაში 1 ან 2 სიხშირით.
კონსტანცასა და ბათუმის ნავსადგურებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენას წინ უძღვოდა მემორანდუმის გაფორმება – „რუმინეთის ტრანსპორტის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის საბორნე ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“. დოკუმენტს ხელი მოეწერა 2013 წლის 24 ოქტომბერს.
“პირდაპირი საბორნე მიმოსვლის აღდგენა კონსტანცას, ბათუმისა და ილიჩევსკის ნავსადგურებს შორის ხელს შეუწყობს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტოს დერეფნის განვითარებასა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის რეალიზებას” –აცახდებენ ეკონომიკის სამინისტროში.
საბორნე ხაზის გახსნის საზეიმო ცერემონილას საქართველოს მხრიდან ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ილია გიორგაძე.