ეკონომიკა

“აქსისი”: ვალდებულებების დასაფარად 10 მლნ დოლარის ინვესტიცია გვჭირდება

16 ოქტომბერი, 2014 •
“აქსისი”: ვალდებულებების დასაფარად 10 მლნ დოლარის ინვესტიცია გვჭირდება

გიორგი კაპანაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ამ დროისათვის კომპანიას ვალდებულება 200 ოჯახის წინაშე აქვს:

 

” 200 ოჯახი დაგვრჩა, რომელთაც ნაყიდი ფართები უნდა ჩავაბაროთ და ინვესტიციის სახით 10 მლნ აშშ დოლარი უნდა მოვიზიდოთ. კაპიტალს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე უცხოეთში ვეძებთ. მშენებლობა 2008 წლის ომის შემდეგ გახდა რისკიანი სფერო. ვალდებულებებით დატვირთულ ობიექტებზე ინვესტირება არავის სურდა. დიდი შრომა გავწიეთ, რომ ეს ობიექტები დაგვეფინანსებინა.”

 

გიორგი კაპანაძის ინფორმაციით, ამ დროისათვის “აქსისის” ობიეტებზე ყველაზე დაბალი ფასი თეთრ კარკასზეა –1 კვადრატული საბურთალოზე 800–900 აშშ დოლარი ღირს.

 

კაპანაძის პროგნოზით, სამშენებლო ბაზარი მალე კრიზისამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდება: 

 

“მშპ იზრდება ერთ სულ მოსახლეზე, ასევე იზრედება მსყიდველობითი უნარი. იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი არის კლებადი. შესაბამისდ, ეს მთლიანად უზრუნველყოფს იმას, რომ მშენებარე ბინებზე მოთხოვნა გაიზარდოს. ჩვენი მშენებლობები, რომელზეც ვალდებულება გვაქვს კრიზისის პერიოდიდან, დაფინანსებულია. ვალდებულებების 75% გასტუმრებულია და დანარჩენ 25%–ს გავისტუმრებთ მთლიანად 2015 წლის ბოლოს”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი