სექტემბერში საარსებო მინიმუმმა 155,8 ლარი შეადგინა.
2014 წლის სექტემბერში, “საქსტატის” გათვლებით საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 138 ლარი იყო, ხოლო საშუალო ოჯახის – 261,3 ლარი.
„საქსტატის” გათვლებით ორსულიანი ოჯახის არსებობისთვის სექტემბერში 220,8 ლარი იყო საკმარისი, სამსულიანის – 248,4 ლარი, ოთხსულიანის – 275,9 ლარი, ხუთსულიანის – 310,4 ლარი, ხოლო ექვსულიანის და მეტის – 367 ლარი.
2014 წლის სექტემბერში სახელმწიფოსგან არსებობისთვის საჭირო შემწეობა 142 958-მა ოჯახმა მიიღო. მათ დასახმარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 23,19 მლნ ლარი გადაირიცხა.








