ეკონომიკა

კალაძე: “საპარტნიორო ფონდში” სტრუქტურული ცვლილება არ მოხდება

10 ოქტომბერი, 2014 • • 1324
კალაძე: “საპარტნიორო ფონდში” სტრუქტურული ცვლილება არ მოხდება

კალაძის ინფორამციით, “საპარტნიორო ფონდი” არც ფინანსურ კორპორაციად და არც “განვითარების ბანკად” არ გარდაიქმნება: 

 

“რაც შეეხება საპარტნიორო ფონდის სტრუქტურულ ცვლილებებს, ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამასთან დაკავშირებით ეკონომიკურ საბჭოზე. ამ ეტაპზე მიგვაჩნია რომ ყველაფერი უნდა დარჩეს ისე, როგორც არის. პირიქით, უფრო შეგვიძლია გავაძლიროთ საპარტნიორო ფონდის საქმიანობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს საქართველიში. უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ უფრო მეტი საინვესტიციო პროექტები განვახორციელოთ და ქვეყანაში უფრო მეტი ინვესტიციები შემოვიდეს.” 

 

“საპარტნიორო ფონდის” რეფორმირებაზე გაანცხადი ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ფონდის ბაზაზე უნდა შექმნილიყო “განვითარების ბანკი” და მის ხელმძღვანელად დავით საგანელიძის კანდიდატურა განიხილებოდა.

 

„საპარტნიორო ფონდი” არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს.

 

ფონდს მინიჭებული აქვს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-ის რეიტინგი “BB-“, რაც საქართველოს საკრედიტო რეიტინგის თანასწორია.

 

„საპარტნიორო ფონდის” საქმიანობაა აქტივების მართვა. ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან: საქართველოს რკინიგზა – 100% წილი, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია – 100% წილი, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა – 100% წილი, ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი – 100% წილი,სს თელასი – 24.5% წილი. 


საპარტნიორო ფონდს ირაკლი კოვზანაძე ხელმძღვანელობს. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი