ეკონომიკა

“იდუმალი სტუმარი” სასტუმროების და რესტორნების ბიზნესისთვის

9 ოქტომბერი, 2014 •
“იდუმალი სტუმარი” სასტუმროების და რესტორნების ბიზნესისთვის

ფედერაციის ხელმძღვანელის ქეთი მელაძის ინფორამციით, ორგანიზაცია 2014 წლის მარტში დაფუძნდა და მისი მიზანია სასტუმროების და რესტორნების ბიზნესს განვითარებაში დაეხმაროს.  

 

მელაძის ინფორმაციით, ორგანიზაცია სასტუმროების დაჯავშნის ვებგვერდის შექმნას გეგმავს, რომელიც სამთავრობო პორტალებზე განთავსდება: 


“შეიქმნება სპეციალური საიტი, სადაც მოხდება სასტუმროების დაჯავშნა. ჩვენი დონის ქვეყნებს აქვთ გამოცდილება და საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა ამ პროექტმა. ჩვენც გვინდა მათი მაგალითი გადმოვიღოთ. ეს რამდენიმე თვეში გაკეთდება, რომ მარტო ბუკინქომით არ მოხდეს ჩვენს სასტუმროებში ადგილების დაჯავშნა.”  

 

მელაძის განცახდებით, მიდის მოალპარაკება მთავრობასთან, რომ საიტი სახელმწიფო პორტალებზე განთავსდეს:”დაჯავშნის ფასი 15% –ია. ადრე უფრო მაღალი იყო ეს ფასი და ეს ბიზნესი დიდ ფინანსურ რესურს კარგავდა. დღეს საქარველოში 1200 სასტუმრო და 2 000 კვების ობიექტია. 1/4 არის დაინტერესებული, რომ გაწევრიანდეს ფედერაციაში. საწევრო საშუალო დღის შემოსავლის 50% იქნება, რომელსაც ბიზნესები გადაიხდიან წელიწადში ერთხელ.”  

 

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის ხელმძღვანელი სამომავლოდ “იდუმალი სტუმრის” პროექტის განხორციელებას გეგმავს: 

 

” ეს პროექტი რეალისტური იქნება გარკვეული ქმედებების განხორციელების შემდეგ. ჯერ სტანდარტები უნდა შეიქმნას, გადამზადდეს და ტრენინგები განხორციელდეს პერსონალის. რამდენიმე ხნის შემდეგ შესაძლოა “ოდუმალი სტუმრის” პროექტი დავიწყოთ რესტორნების და სასტუმროების ბიზმესში. ეს მეთოდი აპრობირებულია საზღვარგარეთ. “საიდუმლო სტუმრები” დაქირავებული ადამიანები იქნებიან, ვისთანაც წინასწარი მოლაპარაკება გვექნება.”  

რესტორანი
რესტორანი ''ლაღიძის წყალი'' სამების ეზოში: ფოტო: კატო კოპალეიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი