ეკონომიკა

პაპაშვილი: “ჰილტონი” ჭავჭავაძის 64–ში 2017 წლის გაზაფხულზე გაიხსნება

1 ოქტომბერი, 2014 •
პაპაშვილი: “ჰილტონი”  ჭავჭავაძის 64–ში 2017 წლის გაზაფხულზე გაიხსნება

“რედისქსის” ხელმძღვანელმა ლაშა პაპაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ პროექტის დასასრულებლად ევროპის რეკონსტრუციისა და განვიტარების ბანკთან  (EBRD) 18,5 მილიონი აშშ დოლარის საკრედიტო ხელშეკრულებაზე მოაწერა ხელი:


“აღნიშნულ ხელშეკრულებას ახლახან მოვაწერეთ ხელი. სასტუმრო “ჰილტონის” მშენებლობა ჭავჭავაძის 64–ში დაწყებულია.  დაგეგმილი გვქონდა 2016 წლის ბოლოს გაგვეხსნა სასტუმრო, მაგრამ 2017 წელს გაზაფხულისთვის გადაიდო. ჯამში, პროექტისთვის დახარჯულმა ინვესტიციამ 65 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.” 

 

ლაშა პაპაშვილის განცხადებით, “რედიქსი”  თბილისში “ჰილტონის” გარდა კიდევ ორ პროექტს ახორციელებს:

 

“ლეონიძის 2–ში ვაშენებთ საოფისე ფართს. ჭავჭავაძის 64 –ში მიმდინარეობს ყველაზე ძვირადღირებული პროექტის განხორციელება. “ჰილტონის” გვერდზე შენდება საცხოვრებელი სახლი, სადაც ლიმიტირებულია ბინების რაოდენობა. ეს გათვლილია უფრო მაღალ სეგმენტზე. სულ 45 ბინა არის. გაყიდვებს დავიწყებთ 2015 წლის გაზაფხულზე. 1 კვადრატულის ფასს ვერ ვამბობ.”

 

ლაშა პაპაშვილის განცახდებით, 2014 წელს სამშენებლო ბიზნესი გამოცოცხლდა:

 

“2011  –2012 წელი მძიმე იყო სამშენებლო ბიზნესისთვის. ახლა თავისუფალია ბიზნესი. იმ ფონზე გამოცოცხლებულია. თუმცა საგულისხმოა, რომ არასწორად ვითარდება ჩვენი ქალაქი. ბევრი სამუშაო აქვს თბილისის ახალ მთავრობას, რომ წესრიგში მოიყვანოს ქალაქის განაშენიანების გეგმა.”

 

ჰილტონი
ჰილტონი

 

ლაშა პაპაშვილის განცხადებით, კომპანია „რედიქსი“  2-3 წლის განმავლობაში უძრავ ქონების სექტორში 250 მილიონი დოლარის ინვესტირებას გეგმავს. 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი