ეკონომიკა

ამერიკული AECOM-ი ანაკლიის პროექტზე ინტერესთა გამოხატვის პროცესში ჩაერთვება

26 სექტემბერი, 2014 • • 1532
ამერიკული AECOM-ი ანაკლიის პროექტზე ინტერესთა გამოხატვის პროცესში ჩაერთვება
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და კომპანიის ხელმძღვანელობის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
 
 
ირაკლი ღარიბაშვილს კომპანიის პირველმა პირებმა წარუდგინეს პრეზენტაცია იმ კონსორციუმის შესახებ, რომელიც სპეციალურად, ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობის მისაღებად შეიქმნა.
 
მხარეებმა აღნიშნეს, რომ „აბრეშუმის გზის“ აღორძინების პროექტის გათვალისწინებით ანაკლიის პორტის მნიშვნელობა იზრდება.
AECOM-ი პროექტზე ინტერესს ოფიციალურად უახლოეს მომავალში გამოხატავს.
 
 
ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვაზე ტენდერი 2014 წლის ივლისში გამოცხადდა.
 


საპარტნორო ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, ფონდს უკვე გააჩნია ახალი პორტის ტექნიკურ- ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე, მისი საწყისი დიზაინი და გენერალური გეგმა.

 

საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონურმა კონსორციუმმა -Oriental Consultants Company Limited, რომელიც საპარტნიორო ფონდის დაკვეთით ახორციელებდა კვლევას შავიზღვისპირა აკვატორიაში ახალი პორტის გასავითარებლად, უკვე დაასრულა მუშაობა და პორტისთვის საუკეთესო ადგილად ანაკლია შეარჩია.

 

როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი კოვზანაძე აცხადებს, პორტი, რომელიც ანაკლიაში აშენდება, შეძლებს მსხვილი გემების (ე.წ. „პანამაქსის“) მომსახურებას: 

 

„საერთაშორისო კვლევების მიხედვით საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებელი ყოველწლიურად 18 პროცენტით იზრდება, რამაც დღის წესრიგში დააყენა საქართველოში ახალი პორტის აშენების საჭიროება. მით უმეტეს, რომ ჩვენს მოქმედ პორტებს: ბათუმსა და ფოთს პრაქტიკულად ათვისებული აქვთ საკუთარი სიმძლავრეები

 
 

ღარიბაშვილი ინვესტორებს შეხვდა
ღარიბაშვილი ინვესტორებს შეხვდა
 
 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი