ეკონომიკა

ფინანსთა მინისტრის მეხუთე მოადგილედ გიორგი კაკაურიძე დაინიშნა

23 სექტემბერი, 2014 •
ფინანსთა მინისტრის მეხუთე მოადგილედ გიორგი კაკაურიძე დაინიშნა

შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის 18 სექტემბერს მოაწერა ხელი.

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე გიორგი კაკაურიძე უწყებაში საბიუჯეტო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

 

ფინანსთა მინისტრს გიორგი კაკაურიძის გარდა ოთხი მოადგილე ჰყავს: გიორგი თაბუაშვილი, დავით ლეჟავა, ლაშა ხუციშვილი და გიორგი ჯავახიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი