ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 0,5%-ით და ივლისის თვის მოპოვებაზდე 0,05%-ით მეტია.
2014 წლის იანვარში ნავთობის მოპოვებამ 715,4 ათასი ტონა შეადგინა. თებერვალში – 651,7 ათასი ტონა, მარტში – 741,6 ათასი ტონა, აპრილში – 686,2 ათასი ტონა, მაისში – 715,9 ათასი ტონა, ივნისში – 687,4 ათასი ტონა, ივლისში – 709,7 ათასი ტონა.
2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ მოიპოვა 5 618 ათასი ტონა ნავთობი, რაც 1,04 %-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
2014 წლის პროგნოზის თანახმად, აზერბაიჯანში მოპოვებული იყო 41,2 მილიონი ტონა ნავთობი და 28,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი. ამის შესახებ აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა როვგან აბდულაევმა განაცხადა.
2013 წელს აზერბაიჯანში მოპოვებული იყო 43,48 მილიონი ტონა ნავთობი და 29,46 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.
მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში ქვეყანაში მოპოვებული იყო 28,6 მილიონი ტონა ნავთობი და 20,4 მილიარდი კუბამეტრი გაზი.
მოპოვების საერთო ოდენობიდან (SOCAR)-მა მოიპოვა 5,6 მილიონი ტონა ნავთობი და 5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.