ეკონომიკა

თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით ფრენებს Etihad Airways-ი იწყებს

22 სექტემბერი, 2014 •
თბილისი-აბუ დაბის მიმართულებით ფრენებს Etihad Airways-ი იწყებს

პირველი რეისი 2015 წლის 2 ოქტომბერს შესრულდება.

 

Etihad Airways-ი ავიარეისებს ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას A320 ეარბასის ტიპის თვითმფრინავით შეასრულებს, რომელსაც 16 ბიზნესკლასისა და 120 ეკონომკლასის ადგილი აქვს.

 

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბაზარზე კიდევ ერთი ავიაკომპანია იწყებს ფრენას. „Etihad Airways-ის საქართველოში შემოსვლა პირდაპირ უკავშირდება ავიამიმართულებების განვითარების ფორუმს, Routes Silk Road 2014-ის თბილისში ჩატარებას, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 6-8 ივლისს უმასპინძლა და რომლის შედეგადაც ჩვენ ჩვენს პარტნიორ კომპანია TAV საქართველოსთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით შევძელით ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებების წარმატებით გამართვა. თბილისიდან მიმავალ მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა იფრინონ როგორც პირდაპირი რეისით გაერთიანებული საემიროების მიმართულებით, ასევე აბუ დაბის გავლით გავლით შეეძლებათ გაემგზავრონ სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნებში, ინდოეთში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება აგრძელებს აქტიურ მუშაობას ახალი ავიაკომპანიების შემოყვანასა და მიმართულებების დამატებაზე საქართველოს აეროპორტებიდან“ – აღნიშნავს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი ქეთევან ალექსიძე.


Etihad Airways -მა ფრენები 2003 წელს დაიწყო და მან 2013 წლის მონაცემებით 11.5 მილიონი მგზავრი გადაიყვანა აბუ დაბის გავლით შუა აზიის , აფრიკის, ევროპის, აზიის, ავსტრალიისა და ამერიკის 110 მიმართულებით. 


მასალების გადაბეჭდვის წესი