ეკონომიკა

საქსტატი: მეორე კვარტალში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 23,8 აშშ დოლარით გაიზარდა

18 სექტემბერი, 2014 • • 1826
საქსტატი: მეორე კვარტალში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 23,8 აშშ დოლარით გაიზარდა

2014 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 175,1 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,2 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,4 პროცენტით.

 

სტატისტიკის თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ს როდენობამ 2014 წლის მეორე კვარტალში 1 597,8 ლარი (906,6 აშშ დოლარი) შეადგინა, 2013 წლის მეორე კვარტალში მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1 456,9 ლარი (882,8 აშშ დოლარი) იყო. მშპ–ს ზრამ 2013 წლის მეორე კვარტალთან შედარებით 23,8 აშშ დოლარი შეადგინა. 

 

საქატატის ინფორმაციის თანახმად, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა -16,9%, მრეწველობა -16,2 %.

 

შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა -11,0 %, სახელმწიფო მმართველობა -10,2%, სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა- 9,2 პროცენტი%, მშენებლობა -7,4 %. 

 

სტატისტიკის თანახმად, ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: მშენებლობა -18,7%, საფინანსო საქმიანობა -9,6%, კავშირგაბმულობა- 9,0 %, დამამუშავებელი მრეწველობა -7,5 %, ვაჭრობა- 6,9 %, ტრანსპორტი -6,2%, კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა- 6,0%, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა 5,3 %.

 

კლება დაფიქსირდა სამთომოპოვებით მრეწველობაში -7,6% და ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში -6,1%. 

 

საქსტატის ინფორამციით, დაზუსტებული მონაცემები გამოქვეყნდება 2014 წლის 17 ნოემბერს. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი