ეკონომიკა

აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 3,4%-ი შეადგინა

3 სექტემბერი, 2014 • • 968
აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 3,4%-ი შეადგინა

„საქსტატის” ინფორმაციით,  2014 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 0,5% შეადგინა, წლიური ინფლაცია 3,4%-ია, საშუალო ინფლაციის დონე კი 2,2%-ით განისაზღვრა.


საქსტატის მიერ წარმოდგენილი მონაცემებით,  2014 წლის ივლისის მსგავსად, აგვისტოს თვის ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია  ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.

 

ამ ჯგუფში ფასები 2,7%-ით გაიზარდა. მათ შორის ყველაზე მეტად, 14,9%-ით გაიზარდა ფასები რძის, ყველისა და კვერცხის ქვეჯგუფზე. ივლისთან შედარებით აგვისტოში 2,6%-ით გაძვირდა ბოსტნეული და ბაღჩეული, ამასთან, 3,5%-ით გაიაფდა ხილი და ყურძენი.

 

ფული
ფული

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი