გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ შემაფერხებელი ფაქტორი საწვავზე არსებული მაღალი ფასებია. 24%–ის აზრით კი, ეკონომიკას შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტები აფერხებს. 

 

NDI-ის კვლევის მიხედვით გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ ეკონომიკის განვითარება ხელისუფლების არაეფექტურმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ შეაფერხა, ხოლო 18% ამის მიზეზად წინა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას ასახელებს. 

 

გამოკითხულთა 18%–ის აზრით, ეკონომიკა ლარის კურსის დაცემამ შეაფერხა. 17% კი ამის მიზეზად ბიზნეს–სესხებზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებს.

 

გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ ეკონომიკას კვალიფიციური მუშახელის ნაკლებობა აფერხებს. 7%–ის აზრით კი ამის მიზეზი გაუმართავი საკანონმდებლო ბაზაა.    

 

კვლევა NDI -ის დაკვეთით CRRC-იმ ჩაატარა.  კვლევისთვის 23 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 3,338 ადამიანი გამოკითხეს. კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.9%.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *