ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ბაზრის ამ სეგმენტში, იმპორტში ყველაზე დიდი წილი – 69,9% აზერბაიჯანს უჭირავს. შემდეგ მოდიან თურქმენეთი – 26,2%, საბერძნეთი – 3,9%.
მათ შორის ივლისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,5 ათასი ტონა, რაც 2,7 ათასი ტონით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს.
მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 48,9 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომლის უმეტესი წილი – 99,9 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
ივლისის თვეში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 15,4 ათასი ტონა, რაც 8,7 ათასი ტონით აღემატება ივნისის თვის მაჩვენებელს.
2014 წლის 6 თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 9,7 ათასი ტონა, ხოლო ივლისის თვეში – 1,7 ათასი ტონა.

