ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ივლისის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  38,2  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 65,1  ათასი ტონა.

 

2014 წლის 7 თვეში  საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 488,1 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტი  210,1  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი –  278,0  ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წლის ივლისის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტი ასე გადანაწილდა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 21,8 ათასი ტონა – 57,1%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 41,6 ათასი ტონა – 41,6%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 0,5 ათასი ტონა –1,3%. დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 19,1 ათასი ტონა – 29,3%, L-62 დიზელის საწვავი– 46,0 ათასი ტონა –70,7%.

 

ქვეყნების მიხედვით 2014 წლის შვიდ თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 171,4  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,1%-ს შეადგენს. შემდეგ აზერბაიჯანიდან – 122,9 ათასი ტონა   – 25,2 %;  ბულგარეთიდან – 75,2 ათასი ტონა  – 15,4%;  საბერძნეთიდან – 59,8 ათასი ტონა- 12,3 %; რუსეთიდან – 37,8 ათასი – 7,7%, თურქმენეთიდან – 19,1 ათასი ტონა  – 3,9%.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *