ნეტგაზეთი | რა საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ბიზნესს რა საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ბიზნესს – Netgazeti
RU | GE  

რა საგადასახადო შეღავათები დაუწესდება ბიზნესს

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ბიზნესისათვის შეღავათების დაწესების ინიციატივით გამოდის.  

ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მიაწოდა: 

 

“მინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციტივა, რომელიც მოვამზადეთ, რომელიც მიზნად ისახვს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ექსპორტის ხელშეწყობას. საგადასახადო კოდექსში იქნება შესაბამისი ცვლილებები: შიდა მუშაობაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურება გათავისუფლდება დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში უცხოელებს შემოაქვთ საქართველოში ნედლეული, ხდება ქართული საწარმოების მიერ ამ ნედლეულის და მასალების გადამუშავება, ამთთვის საბოლოო სასაქონლო სახის მიცემა და უკან ექსპორტზე გატანა. ნებისმიერი ექსპორტი საქართველოში გათავისუფლებულია დღგ–სგან, მაგრამ ეს მომსახურება კონკრეტულად არ იყო გათავისუფლებული. ჩვენ ევროკავშირთნ ასოცირების ხელშეკრულება და ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება საშუალებას გვაძლევს წავახალისოთ ასეთი ტიპის საწარმოების ფუნქციონირება, ამიტომ შემოვდივართ წინადადებით, რომ ეს პროცესი გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან.”   

 

ნოდარ ხადურის განცხადებით, ადგილობრივი საწარმო, რომელიც შიდა გადამუშავების რეჟიმში მომსახურებას გაუწევს უცხოურ კომპანიას, ან თუ უკერავს ტანსაცმელს და შემდეგ დამზადებული ტანსაცმელი გავა ექსპორტზე, მომსახურება, რომელიც გაწეული იქნება საქართველოს ტერიტორიაზე, არ დაიბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით.   

 

ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით, მარტივდება ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმი:

“საქართველოს კურორტებზე განვითარდა ისეთი მიმართულება, როგორიც არის ტურისტული ობიექტის აშენება და შემდეგ ცალკეული ნომრების გაყიდვა, ამავე დროს მფლობელებს საშუალება ეძლევათ, რომ დარჩენილ პერიოდში, როცა თავად არ ხმარობენ ამ ნომრებს, ეს ნომრები გააქირავონ და ხდება შეღავათების დაწესება და გამარტივდება ადმინისტრირება. ვფიქრობთ, ამით წავახალისებთ ახალი ტურისტული ობიექტების მშენებლობას” – განაცხადა ნოდარ ხადურმა.  

 

ასევე, ფინანსთა სამინისტრო გამოდის ინიციატივით, რომ მცირე ბიზნესს საგადასახადო შეღავათები დაუწესოს: 

 

“მცირე ბიზნესის წარმომადგენლების საგადასახადო დავალიანება, რომელიც არ აღემატება 5 ათას ლარს, შესაძლებელია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, გადავადებული იქნას ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე. ფინანსთა მინისტრს უფლება მიეცემა მიიღოს საჯარო გადაწყვეტილება. დღეს საჯარო გადაწყვეტილების მექანიზმი არ ფუნქციონირებს, თუმცა არის დავების სბჭო, არის წინასწარი გადაწყვეტილებები. ეს ნიშნავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის განხორციელების მიზნით, იქმნება გარკვული რეკომენდაციები, რომლებიც გამოქვეყნდება და გადასახადის გადამხდელებს ეცოდინებათ ყოველ კონკრეტულ მომენტში როგორ მოიქცნენ. სუსტი კაპიტალიზაცია ანერვიულებთ ჩვენს ბიზნესმენებს, აღებულ სესხზე პროცენტის გამოქვითვის შეზღუდვა არის ბევრი თემა ბიზნესასოციაციის და საბანკო ასოციაცის წარმომადგენლებთან, მათი თხოვნაც იყო, ვიდრე დაზუსტდება ეს განაკვეთები 2016 წლის 1 იანვრამდე, ჩვენ გადავდებთ მათ ამოქმედებას”–განაცხადა ნოდარ ხადურმა.   

 

ნოდარ ხადური საწარმოებისათვის საგადასახადო დავალინების ჩამოწერის ინიცაიტივითაც გამოდის:

 

“ერთ–ერთი მნიშვნელოვანი თემაა და ეს ეხება 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოქმნილ საგადასახადო დავალიანებას, იმ საწარმოებისათვის, რომელთაც ამის შემდეგ აღარ უფუნქციონირიათ, მათ ჩამოწერებათ აღნიშნული გადასახადები. 2009 წლის 1 ინვრამდე დარიცხული ყველა სანქცია–საურავი იმ საწარმოებზე, რომელთაც ამ თარიღის შემდეგ აღარ უფუნქციონირიათ, ასევე ჩამოეწერებათ ეს საურავები. 2013 წლის 1 ინვრამდე  არსებულ ყველა დარღვევაზე, რომელიც შეეხება სალარო–საკონტროლო აპარატის გამოყენების წესების დარღვევას, ასევე ჩამოეწერება ჯარიმები.”     

 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ნატროშვილი