ეკონომიკა

ივლისში ჯანდაცვის მომსახურება 0,7% –ით გაძვირდა

4 აგვისტო, 2014 • • 1201
ივლისში ჯანდაცვის მომსახურება 0,7% –ით გაძვირდა

სტატისტიკის სამსახურის ინფორმაციით, ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე.


აღნიშნულ ჯგუფში ფასები შემცირდა 2,1 პროცენტით, რაც ივლისის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,62 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების კლება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-19,3 პროცენტი) და ხილი და ყურძენი (-9,4 პროცენტი);

 

აღნიშნული კლების პარალელურად ფასები გაიზარდა 0,7 პროცენტით ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფზე, რამაც მთლიან ინდექსში 0,07 პროცენტული პუნქტი შეიტანა:


ჯგუფში ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: საავადმყოფოების მომსახურება (1,7 პროცენტი), სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (0,5 პროცენტი).


2014 წლის ივლისში 2013 წლის ივლისთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 2,8%  შეადგინა.

 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

 

სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 3,4 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,11 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ჯგუფში ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (10,7 პროცენტი) და თევზეულზე (4,4 პროცენტი).


ამასთან, ფასები შემცირდა ზეთსა და ცხიმებზე (-4,9 პროცენტი) და პურსა და პურპროდუქტებზე (-1,2 პროცენტი);


ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 4,7 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0,53 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა (7,6 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურება (4,9 პროცენტი);

 

ტრანსპორტის ქვეჯგუფში აღნიშნულ პერიოდში ფასები გაიზარდა 3,6 პროცენტით. ამასთან, ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,43 პროცენტული პუნქტი შეადგინა.


ამ ჯგუფში ფასების ზრდა ძირითადად განპირობებული იყო პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლოატაციაზე ფასების ზრდით (4,8 პროცენტი).

ინფლაცია
ინფლაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი