დეველოპერული კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ნინი გორგოძე “ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ბრენდთან მოლაპარაკება მიმდინარეობს თუმცა ამ დროისათვის H & M–ისთვის კავკასიის ბაზარი მიმზიდველი არ არის: 


“მოლაპარაკება გვქონდა H & M –თან. სამწუხაროდ კომპანიას ამ ეტაპზე კავაკსიის ბაზარზე შემოსვლის გეგმები არ აქვს. რა თქმა უნდა იმ შემთხევევაში თუ რაღაცა შეიცვლება კომპანიის დამოკიდებულება რეგიონის მიმართ, შესაბამისად ჩვენ უფრო დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხს. საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი ამ დროისათვის კომპანიისათვის არ არის მიმზიდველი. თუმცა H & M–მა ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა 2015 წლისთვის გადახედოს.” 

 

ნინი გორგოძე განმარტავს, რომ “სიბიდი დეველოპმენტის” მთავარი  ბიზნესი არის ინფრასტრუქტურის აშენება, მოწყობა, სწორი მენეჯმენტის განხორციელება და გაირავება:

 

“ჩვენი პირველადი მიმართულება ბრენდების შემოყვანა არ არის. მაგრამ “ისთპოინთის” პროექტში სიახლე ის იქნება, რომ გვექნება სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი 12 ათას კვადრატულ მეტრზე.” 

 

პროექტ “ისთპოინთს” კახეთის გზატკეცილზე “სიბიდი დეველოპმენტი” ახორციელებს.  24 ჰექტარი მიწა კომპანიის საკუთრებაშია, სადაც შენდება სავაჭრო– გასართობი ცენტრი, რომელშიც 70 ათასი კვადრატული მეტრი გასაქირავებელი ფართი ინება.

 

პროექტის განსახორციელებლად “სიბიდი დეველოპმენტმა” დაფინანსება სერთაშორისო ფონდებიდან მოიზიდა, კომპანია უწევს კოორდინირებას მშენებლობას. 

 

კომპანიის გაყიდვების მენეჯერი ამბობს, რომ სავაჭრო–გასართობი ცენტრის ფართების 70%–ზე მეტი უკვე გაქირავებულია:”ყველა წამყვან კომპანიასთან გვაქვს მოლაპარაკება და შეთანხმება რომელიც ქართულ ბაზარზე საქმინობს. ჩვენი სურვილი იქნება თუ ცენტრში H & M –ის ბრენდის მაღაზიაც გაიხსნება.” 

 

კახეთის გზატკეცილზე სავაჭრო–გასართობი ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ბოლოს დასრულდება. 

  

ბრენდი
ბრენდი

 

 

 

 

 

   

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *