დისკუსიაში მარიამ ვალიშვილი – ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ლიანა ჯერვალიძე – ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში, 
ზურაბ ერისთავი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგებო დავალებათა ელჩი მონაწილეობდნენ. შეხვედრას “ლევან მიქელაძის ფონდის” წარმომადგენელი ლევან ასათიანი უძღვებოდა.

 

მხარეებმა რუსეთ–უკრაინის კრიზისის მიზეზები, ევროპისათვის ალტერნატიული გაზის წყაროების მოძიების შესაძლებლობა და საქართველოს სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის საკითხები განიხილეს.

 

რა როლი ექნება საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას 

 

“ევროკავშირმა გამოაცხდა, რომ ეძებს გაზის ალტერნატიულ რესურსებს. “გაზპრომი” არის საკმაოდ მსხვილი მოთამაშე და აუცილებელია მისი ალტერნატივის მოძებნა. უკრაინას აქვს გარკვეული გამოწვევები და მისი სტრანზიტო როლის შემცირებამ შეუქმნა პრობლემები როგორც ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ასევე, ევროკავშირისვისაც მისი როლი შემცირებულია. კიდევ უფრო მეტი ფოკუსი გადმოვიდა საქართველოსკენ, რადგან ვართ ენერგომატარებლების სატრანზიტო ქვეყანა, მაგრამ მიბმული ალტერნატიული მიმწოდებლის თემასთან” – ასე აფასებს დღეს გაზის ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.  


ვალიშვილის შეფასებით, ევროპისთვის ალტერნატიული წყარო თურქმენული გაზია:

 

“ამაზეა მომართული მთელი ევროკავშირი, რომ აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის გავლით მოხვდეს თურქმენეთის რესურსი ევროკავშირის ბაზარზე. მაგრამ ამასაც ძალიან დიდი შრომა და მუშაობა სჭირდება. უკვე 10 წელია ევროკავშირი აწარმოებს მოლაპარაკებებს თურქმენეთთან, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახები შედეგი მიღწეული არ აროს. ხელშესახები შედეგი არის გაფორმებული ხელშეკრულება, კონკრეტული ვალდებულებების, მოწოდებების და მოცულობების ჩათვლით. ნებისმიერი დამატებითი პროექტი, რომელიც საქართველოზე გაივლის, ამას დადებითის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის, როგორც დამატებითი შემოსავლების, ზოგადად, უსაფრთხოების გაზრდის კუთხით. ბუნებრივია, ეს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზეც იმოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ევოკავშორის მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ უკრაინის კრიზისმა აქცენტები გადმოიტანა ჩვენს რეგიონზე და აქ მოვიაზრებით ჩვენც”.


ვალიშვილის შეფასებით, საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას, ევროპისთვის ალერნატიული გაზის მიწოდების საკითხში პატარა როლის თამაში შეუძლია, მაგრამ არა გადამწყვეტის: “ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს საქართველომ. არის გარკვეული მცდელობები. ირანიდან არის სიგნალები, რომ მათ სურთ შავ ზღვაზე გასვლა და გარკვეული მონახაზი მათ წარმოგენებში არსებობს. როგორ უნდა მოხდეს ეს და ირანის რესურსმა როგორ უნდა მიაღწიოს ევროპულ ბაზარს, მათ შორის საქართველოდან ,ეს არის შორეული პერსპექტივა, იმიტომ, რომ კონკრეტული პროექტების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა. არც გაგვივლია სამუშაო შეხვედრის ფორმატში ირანთან.” 


ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ საქართველოს “შაჰდენიზის გაზსადენის” მეორე ფაზის ამოქმედებისას დაბალანსებული პოზიციის თამაში მოუწევს:”შაჰდენიზის მეორე ფაზის განვითარება ჩაეშვა და ეს გულისხმობს დამატებითი გაზის მიწოდებას ევროპის ბაზარზე. პირველი ფაზის შემთხევვაში გაზი ვერ აღწევდა ევროკავშირის ბაზრამდე. 10 მლნ კუბი მიეწოდება იტალიას. ეს არის ევროკავშირის მოთხოვნის 5%.”


რაში მდგომარეობს რუსეთ–უკრაინის კრიზისი?


ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ამბობს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტის მთავარი მიზეზი ბუნებრივი გაზია: “უკრაინაზე გადის რუსეთის საექსპორტო მილსადენების ძირითადი ნაწილი. რუსეთი არის ევროპის ბაზრისთვის ტრადიციული და სტაბილური მიმწოდებელი. გაზის მიწოდება დაიწყო ეროპაში რუსეთმა 70–იან წლებში და მას შემდეგ მისი წილი ევროკავშირის  ბაზარზე თანდათან გაიზარდა”.


ჯერვალიძე ამბობს, რომ  აშშ–ის პრეზიდენტის როლანდ რეიგანის ადმინისტრაცია რუსეთიდან უკრაინის გავლით ევროპისაკენ ახალი გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგი იყო. ევროპის ქვეყნები მონდომებულნი იყვნენ, რომ საკუთარი ინდუსტრიული  განვითარება იაფ რუსულ გაზზე აეგოთ. რეიგანის ადმინისტრაციამ ვერ გადალახა წინააღმდეგობა ევროპის მხრიდან. მხოლოდ ჯენტლმენური შეთანხმება მოხდა ევროპასა და ამერიკას შორის, რომ რუსული გაზის წილი ევროპის ბაზარზე არ გადააჭარბებდა 30 %–ს.


“30% იყო ეს ზღვარი, რომლის იქითაც რუსული გაზის წილი ევროპის ბაზარზე იქნებოდა საფრთხის შემცველი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებითვის” – ამბობს ჯერვალიძე. 


2013 წელს ევროპის ბაზარზე რუსული გაზის წილი გაიზარდა. სხვადასხვა მონაცემით, 32% –დან  34%–მდე. ამის მიზეზია ის, რომ სხვა წყაროებიდან გაზის მიწოდების საშუალება არ არის. ერთადერთი ტრადიციული მიმწოდებლებიდან რესურსული ბაზით უზრუნველყოფილი არის რუსეთი.


ჯერვალიძის განცხადებით, ნორვეგიას არ აქვს ის რესურსები, რომ გაზარდოს ან ჩაანაცვლოს საკუთარი მიწოდება და წილი ევროპის ბაზარზე. რესურსი არ აქვს ტრადიციული მიმწოდებლებიდან არც ალჟირს. ლიბია პოლიტიკურ ქაოსშია და იქიდან გაზის მიწოდება უწყვეტად ვერ ხდება, რადგან არავინ არ იცის ჩრდილოეთ აფრიკაში როგორ განვითარდება მოვლენები. ჰოლანდია იყო ერთ–ერთი შიდა მწარმოებელი ევროპის სივრცეში. ბრიტანეთი, რომელიც იყო  გაზის მიმწოდებელი, გახდა იმპორტიორი. ქვეყანას გაზის რესურსები ამოეწურა ჩრდილოეთის ზღვაში. ერთადერთი რესურსული ბაზა ეს არის რუსეთი.  


არსებობს თუ არა თხევადი გაზის მიწოდების ალტერნატივა ევროპისთვის?


ჯერვალიძის განცხადებით, 180 მილიარდი კუბური მეტრის გაზის მიღება შეუძლია ევროკავშირის პრეგაზიფიკაციის ტერმინალებს.

 

“ფუკუსიმაზე მომხდარი ავარიის შემდეგ თხევადი გაზის ტანკერები, რომლებიც იყო დაკონტრაქტებული, ახლო აღმოსავლეთიდან წავიდა იაპონიაში. იმიტომ, რომ სამხრეთ კორეასა და იაპონიაში თხევადი გაზის ფასი უფრო მაღალია.” 


რუსული გაზის მაქსიმალური ფასი ევროპაში 1 000 კუბურ მეტრზე 400 დოლარია. გერმანიში ზოგიერთი კონტრაქტები არის 300–330 დოლარზე შეთანხმებული:

 

 “თუ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ამერიკიდან არატრადიციული გაზის წამოღება მოხდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის უნდა გათხევადდეს და ამისთვის ტანკერებია საჭირო. 2025 წლამდე აშშ–დან თხევადი გაზის წამოღება ვერ მოხერხდება და ამდენად, ვერ მოხდება ევროავშირის ბაზარზე რუსეთის ჩანაცვლება. ევროპა დგას დილემის წინაშე, დაეყრდნოს რუსულ გაზს, რომელიც არის იაფი და რესურსულად უზრუნველყოფილი, თუ გაკეთოს არჩევანი უფრო ძვირ ალტერნატივაზე. ამ ეტაპზე რუსული გაზის ჩანაცვლება ევროპას არ შეუძლია” –ამბობს ჯერვალიძე.  


უკრაინის სატრანზიტო ინფრასტრუქტურა კარგად არის განვითარებული. ინფრასტრუქტურას წლიურად 140 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარება შეუძლია. 


როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის პირველი კრიზისის ნიშნები გაჩნდა, რუსეთმა არასაიმედოდ ჩათვალა როგორც სატრანზიტო ქვეყანა და დაიწყო ალერნატიული გზების ძებნა ევროპაში გაზის გასატანად. უკვე არსებობოს და გაზს აწვდის გერმანიას “ჩრდილოეთის ნაკადი”. მოხდა ბალტიის პირეთის ქვეყნების და ნაწილობრივ უკრაინის გვერდის ავლა. ამ მილსადენების  გამტარობა არის 60 მილიარდი კუბური მეტრი. 


რუსეთმა დაიწყო “სამხრეთის ნაკადის მშენებლობა” დამატებით 60 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გასატარებლად.

 

“თუ წარმოვიდგენთ, რომ ორივე ნაკადიდან გავა 120 მილიარდი კუბური მეტრი გაზი, ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ინფრასტრუქტურა დარჩება დაუსაქმებელი და შესაძლოა მაქსიმუმ 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზით დაიტვირთოს” – ამბობს ლიანა ჯერვალიძე. 

 

“ჩრდილოეთი ნაკადის” გაძლერების და “სამხრეთ ნაკადის” აშენების შემთხვევაში უკრაინა, როგორც სატრანზიტო ქვეყანა, ვეღარ შედგება. ტრანზიტის შენარჩუნება ნიშნავს უკრაინის მხრიდან რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტის შენარჩუნებას.

 

უკრაინამ სსრკ–ს ფარგლებში პირველად გაზი 1945 წელს გაიტანა პოლონეთში და მას შემდეგ გარკვეული რაოდენობის გაზის ექსპორტიორი იყო. ამჟამადაც უკრაინაში გაზის წარმოება 33%–ს შეადგენს. საბადოების 90% არის განთავსებული დონეცკ–დნეპროპეტროვსკის აუზში. იმ ტერიტორიაზე, რომელიც დღეს კონფლიქტის ეპიცენტრია.


ქვეყნის ქვანახშირის მარაგიც დოენცკის ოლქშია. მთლიანად, როგორც გაზის ისე ნავთობის იმპორტის თვალსაზრისით უკრაინა არის რუსეთზე დამოკიდებული.


საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, უკრაინის გაზის მარაგის რაოდენობა შეადგენს 5 ტრილიონ კუბურ მეტრს. ეს რესურსი განთავსებულია დონეცკის აუზში და ყირიმის და აზოვის ოფშორულ ზონაში. ნავთობის თვალსაზისით ოფიციალურად ითვლება, რომ უკრაინელებს 9 მილირდი ბარელი აქვთ. 

 

 “უკრაინას აქვს ყველა შანსი, რომ  გახდეს ენერგორესურსების ექსპორტიორი ევროკავშირში, ეს უქმნის საფრთხეს რუსეთს. ამის გამო არ არის მოსალოდნელი, რომ მალე მოხდეს მდგომარეობის სტაბილიზაცია უკრაინაში. კონფლიქტის სწრაფად დარეგულირების შემთხვევაში რუსეთი არა მარტო სატრანზიტო ინფრასტრუქტურას კარგავს უკრაინაში, არამედ გაზსაცავებს, რომელსაც ის იყენებდა ევროკავშირში გაზის ტრანსპორტირებისთვის. შესაბამისად, რუსეთი დაკარგავს გაზის ბაზარს, როცა ჩინეთის მიმართულებაზე 2018 წლამდე  გაზის მიწოდება არ იქნება გახსნილი. ეს არის ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც რუსეთის შემთხვევაში, პირდაპირ ეხება მის სტრატეგიულ ინტერესებს” – ამბობს ჯერვალიძე. 

გაზსადენი
გაზსადენი

  


 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *