ეკონომიკა

კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობით ამერიკული და ჩინური კომპანიები დაინტერესდნენ

10 ივლისი, 2014 • • 1040
კვირიკაშვილი: ანაკლიის პორტის მშენებლობით ამერიკული და ჩინური კომპანიები დაინტერესდნენ

ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილმა მედიასთან “ქარვასლაში” პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ისაუბრა:  

 

“ჩვენ ვაცხადებთ ინტერესთა გამოხატვას ანაკლიის პორტის მშენებლობაზე. ჩვენი სურვილია, გამომდინარე წინასწარი ინფორმაციიდან, რომ კერძო კაპიტალით აშენდეს ეს პორტი. თუმცა, როგორც სტრატეგიულ ობიექტში, გათვალისწინებული იქნება ის მუხლები ხელშეკრულებაში, რომელიც არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით გათვალისწინებული. ეს იქნება ღრმაწყლიანი პორტი, რომლის განვითარებაც მოხდება რამოდენიმე ფაზის შედეგად. პირველი ფაზა, ეს არის სამწლიანი ფაზა და ითვალისწინებს საქართველოს გადაზიდვების პოტენცილის გაორმაგებას პირველ სამ წელიწადში. დღეს საკონტეინერო გადაზიდვები არის დაახლობით 400 ათასი კონტეინერი, ჩვენ გვინდა, რომ 500 ათასი დაემატოს. ხოლი 12 წლის განმავლობაში გათვალისწინებულია 40 მილიონის გამტარუნარიანობის პორტის აშენება. შემდგომი განვითარება დაექვემდებარება ტექნიკურ კვლევებს. გათვალისწინებულია 100 მლნ ტონა სიმძლავრე”.

 

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა გამოიწვევს საქარველოში მთელი ინფრასტრუქტუის განახლებას და სამუშაო ადგილების შექმნას: 


“პორტის მშენებლობით უკვე ინტერესდებიან ამერიკული კომპანიები. ასევე ჩინური კომპანიები დაინტერესებული არიან მიიღონ მონაწილეობა კონსორციუმში, რომელიც ააშენებს ანაკლიის პორტს.” 


კვირიკაშვილი აცხადებს, რომ გამჭვირვალე პროცედურებით მოხდება ინტერესთა გამოხატვის პროცესის განხორციელება:


“შემდგომ უკვე გადავალთ მოლაპარაკებებში და ხელი მოეწერება ხელშეკრულებას. პორტის მშენებლობა 2015 წლის შემოდგომაზე დაიწყება. ერთი წელი დასჭირდება როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური რესურსების მოძოებას. სამ წელიწადში დასრულდება პირველი ფაზა. წინასწარი გათვლებით 700 მილიონიდან 900 მილიონ დოლარამდე დასჭირდება პირველი ორი ფაზის განხორციელებას. ეს დამოკიდებულია იმ კომპანიების შესაძლებლობებზე და მასშტაბზე, რომელიც მათ აქვთ. მთლიანად ლოჯისტიკა და საწარმოო ზონის განვითრება რამდენიმემილიარდიანი პროექტია. ამ პროექტს შეუძლია მოიტანოს მომავალ 10 წელიწადში საქართველოსთვის დიდი ეკონომიკური ზრდა. პირველი სამი ფაზა არის სავალდებულო ინვესტორებისათვის, შემდეგი ფაზები კი დამოკიდებულია მიზანშეწონილ კვლევაზე, რომელსაც საერთაშორისო კომპანიები განახორციელებენ.”   


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი


 

 

     

მასალების გადაბეჭდვის წესი