საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მონეცემები  წინა წლის იანვარ- მაისის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტმა 1175 მლნ. აშშ დოლარი შეადგენა (17 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 3322 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტი).


საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2014 წლის იანვარ-მაისში 2147 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 48 პროცენტი შეადგინა.

 

2014 წლის იანვარ-მაისში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1165 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16 პროცენტით მეტია.


აქედან ექსპორტი 253 მლნ. აშშ დოლარი იყო (58 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი- 912 მლნ. აშშ დოლარი (8 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 26 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში- 22 პროცენტი და იმპორტში- 27 პროცენტი (2013 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 26, 16 და 29 პროცენტი).


საქსტატის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 31 პროცენტი (2013 წლის იანვარ-მაისში 36 პროცენტი).


დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2014 წლის იანვარ-მაისში 1429 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2013 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 11 პროცენტით მეტი). აქედან ექსპორტმა 628 მლნ. აშშ დოლარს (13 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტმა 802 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია (10 პროცენტით მეტი).


საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 32 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში- 53 პროცენტი და იმპორტში- 24 პროცენტი. (2013 წლის იანვარ-მაისში შესაბამისად 33, 55 და 25 პროცენტი). 2014 წლის იანვარ-მაისში, დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 8 პროცენტი (2013 წლის იანვარ-მაისში 9 პროცენტი).

ფული
ფული

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *