წარმოდგენილი სტატისტიკის თანახმად, 2013 წელს, 2012 წელთან შედარებით, სოფლის მეურნეობა 9,8%-ით არის გაზრდილი, რაც 235 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის მონაცემს. ხოლო 2007 წლის კრიზისამდე პერიოდის მონაცემს კი – 605 მლნ ლარზე მეტით.


გაზრდილია ასევე სოფლის მეურნეობის წილი მთლიან შიდა პროდუქტში და 2013 წელს 9,3%-ს შეადგენს ნაცვლად 8,6%-ისა, როემლიც  2012 წელს დაფიქსირდა.


სოფლის მეურნეობაში მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2013 წელს. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებამ 2013 წელს 3,4 მლრდ ლარი (345 მილიონი ლარით მეტი) შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით 11,4%, 2011 წელთან შედარებით 17%-ით, ხოლო 2007 წელთან – კრიზისამდე პერიოდთან შედარებით 41%-ით არის გაზრდილი.

 

სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის მთლიანი გამოშვება 2012 წელთან შედარებით 10,4%-ით (389 მლნ ლარით) არის გაზრდილი და 4,1 მილიარდ ლარს უტოლდება, ხოლო 2011 წელთან შედარებით – 16%-ით (568 მლნ ლარით მეტი).

 

განსაკუთრებით აღსანიშნავია ბიზნეს ექტორის მიერ სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა.


2014 წლის პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 8,3%-ით აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის, ხოლო 48,1%-ით 2012 წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემს. ასევე, გაიზარდა შრომის ანაზღაურება და 2014 წლის პირველ კვარტალში 491,6 ლარი შეადგინა, რაც 22%-ით აღემატება 2013 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს.

 

სოფლის მეურნეობა
სოფლის მეურნეობა

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *