ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მიხეილ ჯანელიძის განცახდებით, აღნიშნული მაჩვენებელი 15%-ით აღემატება 2013 წლის I კვარტლის, ხოლო 20%-ით 2013 წლის IV კვარტლის მონაცემებს.


“ამ მონაცემებით შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ინვესტიციების მაჩვენებელმა შესაძლოა წლის ბოლოს 1 მლიარდ დოლარს გადააჭარბოს” – აცახდებს ჯანელიძე. 


აღნიშნულ პერიოდში ინვესტიციების ყველაზე მაღალი წილი საფინანსო სექტორზე მოდის (მთლიანი ინვესტიციების 34%), შემდეგ პოზიციაზეა დამამუშავებელი მრეწველობა (18%), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (17%), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6%), უძრავი ქონება (5%), მშენებლობა (2%), ენერგეტიკა (2%).


ეკონომიკის მინისტრის მოადგილის განცახდებით, ენერგეტიკის სეტორში ინვესტიციების კლება სეზონურობას უკავშირდება: 


“ენერგეტიკა ისევ არის ინვესტორებისთვის მიმზიდველი სფერო. შემდეგ სამ კვარტალში ინვესტიციების მაჩვენებელი ამ სექტორში გაიზრდება. მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე პოექტი უნდა დაიწყოს.”


2014 წლის პირველ კვარტალში უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორისაა  ნიდერლანდები (28%), აზერბაიჯანი (18%), გაერთიანებული სამეფო (13%), თურქეთი (12%), რუსეთი (8%), საუდის არაბეთი (7%), აშშ (7%).


მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე
მიხეილ ჯანელიძე ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *