“ეს უკავშირდება ნდობის ზრდას. ინვესტიციები განთავსდა ენერგეტიკის, ტრანსპორტის და ტურიზმის სფეროებში” –აცხდებს ხადური.
“საქართველოს ეკონომიკის ზრდას, უცხოური ინვესტიციების გარდა, განაპირობებს ადგილობრივი ინვესტიციები. გარდა ამისა განაპირობებს ადგილობრივი მოხმარება და დანაზოგები, ექსპორტი. ვიქრობ, ინვესტიციები 1 მილიარდზე მეტი იქნება, მაგრამ არ დავაკონკრეტებ” –აცხადებს ხადური.
საქატატის წინასწარი მონაცემებით, 2014 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში 260 აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია შემოვიდა, რაც 2013 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს 15 პროცენტით აღემატება.

საქართველოს უმსხვილესი ინვესტორების ათეული 2014 წლის პირველ კვარტალში ასე გამოიყურება:
ნიდერლანდები– 73 მლნ. აშშ დოლარი, აზერბაიჯანი –47 მლნ. აშშ დოლარი, გაერთანებული სამეფო –35 მლნ აშშ დოლარი, თურქეთი –30 მლნ აშშ დოლარი, რუსეთი –20 მლნ აშშ დოლარი, საუდის არაბეთი–18 მლნ აშშ დოლარი, აშშ–18 მლნ. აშშ დოალრი, ლიქსემბურგი 11 მლნ აშშ დოლარი, სხცა ქვეყნები – 8 მლნ. აშშ დოლარი.
რაც შეეხება ინვესტიცებისთვის მიმზიდველ სფეროებს, პირველ ადგილზეა საფინანსო სექტორი, შემდეგ- დამამუშვებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა, სამთომოპოვებითი მრეწველობა, უძრავი ქონება, მშენებლობა, ენერგეტიკა.







