ეკონომიკა

ხადური: ლარსის ჩაკეტვამ ექსპორტი და ტრანზიტი გააძვირა

10 ივნისი, 2014 • • 1030
ხადური: ლარსის ჩაკეტვამ ექსპორტი და ტრანზიტი გააძვირა

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

“ლარსის გზა გაწმენდილია, მაგრამ არ არის მზად, რომ მძიმეწონიანმა ტრაილერებმა იმოძრაონ. ვეძებთ ალტერნეტივას. ვიდრე ჩაიკეტებოდა ლარსის გამშვები პუნქტი, საქართველოდან რუსეთში ექსპორტი დაფიქსირდა 150 მილიონი ლარის მოცულობით. ექსპორტი ამ დროისათვის შეჩერებულია ან ალტერანტიული გზებით უნდა გავიდეს. თბილისიდან რუსეთამდე არის 200 კილომეტრი, თუ ლარსით გავივლით. თუ აზერბაიაჯნის მიმართულებას გამოვიყენებთ, შესაბამისად, ექსპორტის ხარჯები გაიზრდება. ლარსის ჩაკეტვა აძვირებს ტრანზიტს საქართველოს მიმარულებით, როგორც თურქეთისთვის, ისე სომხეთისთვს” –განაცხადა ხადურმა. 

ნოდარ ხადური
ნოდარ ხადური

 

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, თუ ექსპორტიორები მარშრუტს შეცვლიან, მათ დოკუმენტაციის ჩასწორებაც მოუწევთ: 

 

“არის კიდევ ერთი პრობლემა, ვინაიდან ადამიანებს დანიშნულების ადგილად მითითებული ჰქონდათ ლარსი, შესაბამისად, რუსული საბაჟო. საჭირო გახდება დოკუმენტების შეცვლა, რაც ხარჯებს კიდევ გააძვირებს.”   

 

2014 წლის 17 მაისს დილით, დაახლოებით 10 საათისთვის სოფელ გველეთთან, მდინარე დევდორაკისა და თერგის შესართავთან მთის მასივი ჩამოიშალა, რამაც დააზიანა რუსეთიდან მომავალი 700 მილიმეტრიანი და 1200 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენები. რუსეთთან ადნაკავშირებელი ლარსის საბაჟო–გამშვები პუნქტი ამ დორისვის ჩაკეტილია.

 

რუსეთმა ქართულ ღვინოზე ემბარგო 2012 წლის 21 დეკემბერს მოხსნა.  

 

 

  

მასალების გადაბეჭდვის წესი