ეკონომიკა

თელავში “ზუზუმბოს ტურისტული კომპლექსი” შენდება

9 ივნისი, 2014 •
თელავში “ზუზუმბოს ტურისტული კომპლექსი” შენდება

კომპლექსის მშენებლობა კომპანიამ 2013 წელს დაიწყო და 2015 წლის მაისის ბოლოსთვის დასრულდება.

ზუზუმბოს ტურისტული კომპლექსი
ზუზუმბოს ტურისტული კომპლექსი

“პროექტი 6 ჰა ფიჭვის მასივში ხორციელდება, რომელიც 4000 კვ/მ ფართის ევროსტანდარტების 6-სართულიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს. კომპლექსი აერთიანებს სასტუმროს ძირითად შენობას, 9 კოტეჯს, დახურულ აუზს, ფიტნეს დარბაზს, ბარ-რესტორანს, შენობის სახურავზე განთავსებულ კაფე-ბარს, საჯინიბოს, მარანს, კახურ ეზოს და სხვადასხვა გასართობ საშუალებებს”, ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ქართველიშვილი. 


წინასწარი გათვლებით, კომპლექსის მშენებლობაში 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება. ამჟამად მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული. კომპლექსის დასრულების შემდეგ კი  70-80 ადამიანის დასაქმება იგეგმება

 

შპს ,,ბუნებრივი აირი“ თელავში სამ სასტუმროს ფლობს. სასტუმროთა ქსელი ,,ძველი თელავი“ ორი სამსართულიანი კორპუსისგან შედგება, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობენ. მესამე, 6-სართულიან კომპლექსში კი ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

“თელავში, ჩოლოყაშვილის ქუჩის #1-ში მდებარე „ძველი თელავის“ პირველი კორპუსი ექსპლუატაციაში 2011 წელს შევიდა და განხორციელებულმა ინვესტიციამ 2,500000 ლარი შეადგინა. სასტუმროს აქვს რესტორანი, ბარი, კაფე-ვერანდა. დასაქმებულია 40 ადამიანი. სასტუმრო „ძველი თელავის“ 2 კორპუსი თელავში, ქ. წამებულის ქუჩა #1-ში მდებარეობს, რომელიც ექსპლუატაციაში 2013 წელს შევიდა და 1,500000 ლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა. სასტუმროს აქვს ბარი, კაფე-ვერანდა, დასაქმებულია 30 ადამიანი” – ამბობს გიორგი ქართველიშვილი. 

 

შპს „ბუნებრივი აირი“ კახეთში, სასტუმროების ქსელის გარდა, გაზ-გასამართი სადგურების ქსელსაც ფლობს, სადაც კომპანიას 350 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.


საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “ბუნებრივ აირში” 66,6%–ს შოთა დემინაშვილი, 33,3%-ს დავით დემინაშვილი, ხოლო 0,1%–ს დავით დემინაშვილი ფლობს.    

მასალების გადაბეჭდვის წესი