ეკონომიკა

ყავის იმპორტიორებს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას “Cherie” გაუწევს

9 ივნისი, 2014 •
ყავის იმპორტიორებს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას “Cherie” გაუწევს

ყავის იმპორტიორებს ადგილობრივ ბაზარზე კონკურენციას კომპანია Cherie გაუწევს

კომპანია Cherie-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ლომთათიძე ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ადგილობრივი ბაზრის 30%–ს აითვისებენ:

„ყავის ქარხანა ქართული კაპიტალით აშენმდა და საწარმოში 4,5 მილიონი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. საწარმო ახალი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. უახლესი, ყავის ინდუსტრიაში საუკეთესოდ აღიარებული გერმანული Probat-Werke – ის დანადგარები დავამონტაჟეთ. საწარმოს წარამდობა თვეში 300 ტონაა. ეს ის მოცულობაა, რასაც ადგილობრივი ბაზარი მოიხმარს. შევეცდებით ბაზარი 60%–ით დავფაროთ და კონკურენცია გაუწიოთ იმპორტიორებს. მწვანე მარცვლის იმპორტი ევროპიდან ხორციელდება, თუმცა მისი თავდაპირველი მომწოდებელი ქვეყნებია ბრაზილია და კოლუმბია.”

კომპანია Cherie 2012 წლის 21 მარტს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითად სფეროს წარმოადგენს ნედლი, მწვანე ყავის იმპორტი, მისი შემდგომი გადამუშავება (გაწმენდა, მოხალვა, დაფქვა, დაფასოება) და რეალიზაცია.

კომპანია Cherie ორი დასახელების ნალექიან ყავას აწარმოებს: „ჩერი“ – კლასიკი, რომელიც წარმოადგენს 100%-ით არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავს და „ჩერი“ ორიგინალი, რომელიც აზიური რობუსტასა და სამხრეთ ამერიკული არაბიკას ჯიშის ყავების ნაზავია.

ირაკლი ლომთათიძე ამბობს, რომ პროდუქტი გათვლილია საშუალო და მაღალ სამომხმარებლო სეგმენტზე. „ჩერი“ – კლასიკის 100-გრამიანი შეფუთვის საშუალო ფასია 3.50, „ჩერი“ ორიგინალის- 2.50 ლარი.

საწარმოში დაგეგმილია პროდუქციის ხაზის გაფართოება და 12 დასახელების ყავის სახეობის გამოშვება. კომპანიაში პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავენ

მასალების გადაბეჭდვის წესი