ეკონომიკა

BP Group–მა პრემიერთან შაჰდენიზის პროექტის მიმდინარეობა შეაფასა

4 ივნისი, 2014 • • 1086
BP Group–მა პრემიერთან შაჰდენიზის პროექტის მიმდინარეობა შეაფასა

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდეს გაზსადენის  – შაჰდენიზის პროექტს.

 

„ჩვენ პრემიერ-მინისტრს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია შაჰდენიზის პროექტის მიმდინარეობის შესახებ. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით გაზს მიაწვდის თურქეთს, საბერძნეთს, სომხეთს. მე დღეს დავათვალიერე გაზსადენის მშენებლობა. ეს პროექტი უახლოეს მომავალში საქართველოს 2 ათასამდე სამუშაო ადგილს მოუტანს. საქართველოში უკანასკნელად 2000 წელს ვიყავი და დღეს პრემიერ-მინისტრს გავაცანი ჩემი შთაბეჭდილებები იმ უდიდესი პროგრესის შესახებ, რომელიც სახეზეა“, – აღნიშნა რობერტ დადლიმ.

 

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ BP Group – ის რეგიონალური პრეზიდენტი გორდონ ბირრელი,  ოფისის ხელმძღვანელი ალექსანდრ ქუქი, BP Group – ის საქართველოს ხელმძღვანელი კრისტოფერ შლუეტერი, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი