ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს მონაცემი 147%-ით აღემატება 2013 წელს განხორციელებულ შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
2014 წლის მაისის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 73 795 849 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 169%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

მაისის თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტმა 3 814 034 ბოთლი შეადგინა.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული ასეთია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. ამ ბაზრებს შორის რუსეთი ლიდერობს 68%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის მაისის მდგომარეობით 15 641 383 (0.75ლ) ბოთლი შეადგინა. ექსპორტის მოცულობით შემდეგი ხუთეულშია ჩინეთი, ლიტვა, ბელარუსი, ესტონეთი და აზერბაიჯანი.
მაისის თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 446 654 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი, ხოლო იანვარ-მაისში ბრენდის ექსპორტმა 4 829 384 ბოთლი შეადგინა. 5 თვის მდგომარეობით, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 17 340 394 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს უკრაინა, სადაც მაისის მდგომარეობით ექსპორტირებულია 2 777 070 ბოთლი. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს რუსეთი, სადაც ექსპორტირებულია 1 770 846 ბოთლი ბრენდი.







