ეკონომიკა

ავტომობილების იმპორტი 14% –ით შემცირდა

24 მაისი, 2014 •
ავტომობილების იმპორტი 14% –ით შემცირდა

2014 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში 241 მლნ აშშ დოლარის ნავთობი და ნავთობპროდუქტების იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი იმპორტის 10%-ია. გასული წლის ანლოგიურ პერიოდთან შედარებით ამ სეგმენტის იმპორტი 6 მილიონით არის შემცირებული.

რაც შეეხება მეორე ადგილზე მყოფ მსუბუქ ავტომობილებს, მათი იმპორტი 14%-ით არის შემცირებული. ამ სასაქონლო ჯგუფის იმპორტმა 200 მლნ აშშ დოლარი და იმპორტის 8% შეადგინა. მესამე ადგილზე ნავთობის აირებისა და აირისებრი ნახშირწყალბადების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 149 მლნ აშშ დოლარით (იმპორტის 6%).

ხუთეულში ასევე შედის სამკურნალო საშუალებები (90 მლნ) და სპილენძის მადნები და კონცენტრანტები (61 მლნ).

სატელეფონო აპარატების იმპორტმა 51,6 მლნ დოლარი შეადგინა, შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციებმა – 36,7 მლნ, ხორბალი – 36,46 მლნ, გამომთვლელი მანქანები და ბლოკები – 30,5 მლნ, სიგარეტები – 27,79 მილიონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი