ამის შესახებ მან ტელეკომპანია “რუსთავი2” –ის გადაცემა “ბიზნესკურიერში” განაცხადა:
“კარტელური შეთანხმების ფასი 30–40 თეთრის ფარგლებში უნდა ყოფილიყო. ვთქვათ, 20–დან 30 თეთრამდე. რეალურდ მე მგონია, რომ ეს შეთანხმება გარკვეულწილად არსებობს. უბრალოდ ის “ნაციონალური მოძრაობის” ჯიბეში აღარ მიდის. მაგრამ ის ნაწილი გარკვეულწილად დაიტოვეს კომპანიებმა. ეს ორივეს აწყობს, ერთი ამბობს, რომ გაცვლითი კურისი იზრდება, ფასს არათუ შევამცირებ, გავზრდი. “ნაციოანალური მოძრაობა” ამბობს, თქვენ [ქართული ოცნება] ხომ კარტელური გარიგების ფასს ერთ ლარს ამბობდით. ერთ ლარს არავინ არ ამბობდა. იყო ამ ციფრებზე ლაპარაკი, 30–40 თეთრზე, საიდაანც ნაწილი შემცირდა და ნაწილი დარჩა. ჩემი აზრით, იგივე კარტელური გარიგების საფუძველზე ისევ კომპანიების ჯიბეში მიდის. [სწვავის ფასში] გარკვეული რეზერვი არსებობს და რაც მგონია, რომ კონკურენციის შესახებ კანონი მიღებულია და შესაბამისი სააგენტო დინტერესდება”– განაცხადა დავით ონოფრიშვილმა.
2014 წლის 24 მაისის მონაცემებით, “რეგულარის” ტიპის საწვავის 1 ლიტრის ფასი საცალო ქსელში 2.03 თეთრია. 2012 წელს ამ იპის ტიპის საწვავი 2,12 თეთრი იყო, 2013 წელს 1,99- თეთრი.
„ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ საზოგადოებაში საწვავზე ფასის კლების მოლოდინი 2012 წლის ოქტომბერში ბიზნესთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის შემდეგ გაჩნდა:
„საწვავზე ფასი არჩევნებამდეც შემცირდა და ეს ტენდენცია ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგაც გაგრძელდა. მეორე მომენტია, საწვავზე ფასის კლება რამდენი თეთრით მოხდება. აქ დროის ფაქტორიც მოქმდებს, ეს იმპორტირებული პორდუქტია, ხდება მისი შესყიდვა, ამ დროს კი ბაზარზე სიტუაცია იცვლება. როგორ ფიქრობთ, კომპანიას აქვს საშუალება და ფასს არ ამცირებს? ესენი არიან ბიზნესკომპანიები, მათ ფასიდან გამომდინარე უნდა შეინარჩუნონ რენტაბელურობა. აქედან გამომდინარე, ისინი ორიენტირებულნი არიან ფასწარმოქმნაზე. ამიტომ საწვავზე ფასი გონივრულ ზღვრამდე შემცირდება“.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 ოქტომბერს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოს ბაზარზე მონოპოლიებს და კარტელურ გარიგებებს აღარ დაუშვებს:
„მთავრობა დააფუძნებს ანტიმონოპოლიურ კომიტეტს და არ დაუშვებს დღევანდელ მდგომარეობას, როდესაც ეკონომიკა მონოპოლიებით და კარტელური შეთანხმებებით იმართება. მონოპოლიებს ვერ ავიტან და ფასები უნდა იყოს საბაზრო. ვისაც აქვს კავშირი ფასებთან და მონოპოლიებთან და ვინც მონაწილეობს კარტელურ შეთანხმებებში, ამაზე უარი თქვან“ .
ბიძინა ივანიშვილთან ამ შეხვედრიდან მეორე დღესვე, 6 ოქტომბერს, კომპანია „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიამ“ ყველა ტიპის საწვავზე ფასი 8 თეთრით შეამცირა. ფასი შემცირეს საწვავზე „გალფიმ,“ „რომპეტროლმა,“ „ლუკოილმა“ და „სოკარმა“.
რაც შეეხება კონკურენციის სააგენტოს, 2014 წლის 15 აპრილიდან ორგანიზაციას გიორგი ბარაბაძე ხელძღვანელობს. სააგენტოს ხელმძღვნელმა მედიასთნ განაცახდა, რომ უწყება 2015 წლის 1 იანვრიდან გააქტოურდება.
ამ დროისათვის ნავთობპროდუქტების ბაზარზე 5 კომპანია- ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია, „გალფი,“ „რომპეტროლი,“ „ლუკოილი“ და „სოკარი“ ოპერირებს.







