“ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მმართველმა დირექტორმა სტინ დევიდსენმა სამომავლო გაფართოების გეგმა წარმოადგინა:
“ფოთის პორტი იდეალური მდებარეობით გამოირჩევა, ჩვენ მოუთმენლად ველით საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველვყოთ ქვეყნის უმნიშვნელოვანესი პორტის მიერ ეკონომიკის გაუმჯობესების მუდმივი ხელშეწყობა და მომავალი ინვესტიციების მოზიდვა. როგორც პორტების გლობალურ ოპერატორს, ჩვენ გვაქვს პორტის მოდერნიზაციის ცოდნა და გამოციდლება, რათა დავიწყოთ ახალი ეტაპი საქართველოს პორტების ინფრასტრუქტურაში, რომელიც გათვლილია ახალი თაობის გემებზე. გაფართოების გეგმის კონცეფცია დაყოფილია ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მიზნად ისახავს 1600 მ სიგრძის სამხრეთ მოლოს მშენებლობას 2017 წლისთვის, რომელიც ითვალისწინებს მოლოს სამშენებლო სამუშაოებს, ასევე, მნიშვნელოვან დაღრმავებას და ახალი 600 მ სიგრძის ნავმისადგომის მშენებლობას.”
სტინ დევიდსენის ინფორმაციით, “ეიპიემ ტერმინალს ფოთმა” დაასრულა კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა საქართველოსა და მიმდებარე ქვეყნების, სომხეთისა და აზერბაიჯანის სამომავლო საჭიროებებზე გათვლილი პორტის გენერალური გეგმის მოსამზადებლად:
“აღნიშნული კვლევის ჩატარება განაპირობა საკონტეინერო ტვირთების გადამუშავების მოცულობის სწრაფმა ზრდამ, რაც პორტის სიმძლავრეს 2017 წლისთვის გადააჭარბებს. 2013 წელს საქართველოში გადამუშავებული კონტეინერების საერთო რაოდენობამ შეადგინა 405 000 TEU, რომლის 82% ფოთზე მოდის. ფოთის საზღვაო ნავსადგურის გამტარუნარიანობა ამჟამად შეადგენს 600 000 TEU-ს. ასპარეზზე გამოდიან უფრო დიდი გემები, რაც იწვევს ბაზრებისა და პორტების ინფრასტრუქტურის ცვლილებას. როგორც საქართველოს უმსხვილესი და უმნიშვნელოვანესი პორტის ოპერატორს, ჩვენ გვსურს იმის უზრუნველვყოფა, რომ ჩვენი სამომავლო ინფრასტრუქტურული გეგმები ითვალისწინებდეს საუკეთესო საინჟინრო და ეკონომიკურ ვარიანტებს ამ ბაზარზე,” – აღნიშნა “ეიპიემ ტერმინალს ფოთის” მმართველმა დირექტორმა სტინ დევიდსენმა.








