გამოძიებით დადგინდა, რომ მეწარმე ს. ა. საქონლის რეალიზაციის გაადვილების მიზნით სისტემატურად ახდენდა ტექნიკის ცნობილი მწარმოებელი ფირმა „SAMSUNG“-ის საფირმო სახელწოდებით საყოფაცხოვრებო ტექნიკის უკანონოდ ნიშანდებას.
კერძოდ, 2014 წლის 20 მაისს მეწარმემ „SAMSUNG“-ის სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული დიდი ოდენობით გაზის წყლის გამათბობლების რეალიზაცია ერთ-ერთ მეწარმე სუბიექტზე განახორციელა. რის შედეგადაც ეს მეწარმე დაზარალდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.