ეკონომიკა

არყის კონტრაბანდაზე სამი პირი დააკავეს

28 აპრილი, 2014 •
არყის კონტრაბანდაზე სამი პირი დააკავეს


მოქალაქეებმა ბ. ფ. ი. ფ. და რ.მ. აქცის დაქვემდებერაბული საქონლის გადაზიდვა და რეალიზაცია მოახდინეს. 

 


გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისის ტერიტორიაზე ქართული აქციზური მარკის გარეშე გადაზიდეს და გაასაღეს აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 30 000 ლარის ღირებულების 600 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი “ბელუგა”. 

 

მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით,რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან  8 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი