ეკონომიკა

ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე მსხვილი იმპორტიორების სამეულშია

23 აპრილი, 2014 •
ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე მსხვილი იმპორტიორების სამეულშია

რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის სამ თვეში საქართველოდან ამ ბაზარზე 7,4 მლნ ლიტრი (9,87 მლნ ბოთლი) ღვინის იმპორტი განხორციელდა. 

ამ მაჩვენებლით საქართველომ ესპანეთს (7,12მლნ ლიტრი) გაასწრო და რუსეთის ღვინის ბაზარზე გაყიდვების მიხედვით მესამე პოზიცია დაიკავა. 

 

რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის მონაცემებით, იმპორტში ქართულმა ღვინომ 14 პროცენტი შეადგინა, ხოლო ღვინის ბაზარზე 6,4-პროცენტიანი ნიშა დაიკავა.


რუსულ ემბარგომდე, 2005 წელს იმპორტში ქართულ ღვინოს  9 პროცენტი ეკავა, ხოლო ბაზარზე – ხუთპროცენტიანი ნიშა.   

მასალების გადაბეჭდვის წესი