ეკონომიკა

ეკონომიკური საბჭოს სხდომზე სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგია განიხილეს

22 აპრილი, 2014 • • 1134
ეკონომიკური საბჭოს სხდომზე სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგია განიხილეს

საბჭოს წევრებმა საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგია „საქართველო 2020” -ის შესახებ იმსჯელეს. განიხილეს ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის აუცილებელი წინაპირობები და ეკონომიკური ზრდის შემაფერხებელი ფაქტორები, განსაზღვრეს ამოცანების შესრულების ინდიკატორები.

სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეკონომიკური პოლიტიკა უნდა ეყრდნობოდეს ეკონომიკური თავისუფლების და საკუთრების უფლების განუხრელ პატივისცემასა და დაცვას. ამავდროულად, სახელმწიფო შეასრულებს ეკონომიკურ პროცესებში სამართლიანობის დაცვის გარანტორის ფუნქციას.

ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების სტრატეგიას საქართველოს მთავრობა საჯარო განხილვების შემდეგ დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი