ეკონომიკა

საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტით რუმინეთი ლიდერობს

17 აპრილი, 2014 • • 1061
საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტით რუმინეთი ლიდერობს

საქართველოს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის ინფორმაციით, მარტში ბენზინის იმპორტმა შეადგინა  26,3  ათასი ტონა, ხოლო დიზელის იმპორტმა – 43,4 ათასი ტონა. 

 

სულ 2014 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  177,1 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  77,6  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა –  99,5  ათასი ტონა. 

 

ქვეყნების მიხედვით 2014 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან – 66,3  ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი – 44,4 ათასი ტონა და დიზელი – 21,9 ათასი ტონა), რაც მთელი იმპორტის 37,4 %-ს შეადგენს.


შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი – 43,1 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი – 1,0 ათასი ტონა და დიზელი – 42,1 ათასი ტონა) – 24,3 %;  ბულგარეთი – 31,5 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი – 26,0 ათასი ტონა და დიზელი – 5,5 ათასი ტონა) – 17,8%; რუსეთი – 19,4 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელი) – 11%,  საბერძნეთი – 10,9 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი – 6,1 ათასი ტონა და დიზელი – 4,8 ათასი ტონა) – 6,2%; თურქმენეთი – 5,8 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელის საწვავი) – 3,3%.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2014 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 68,7%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი – 29,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 1,8%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 33,6%, L-62 დიზელის საწვავი – 66,4%.  

 

საავიაციო ნავთის (JET) იმპორტმა 2014 წელს შეადგინა 13,4 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი –  58,9% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი – 36,6%, საბერძნეთი – 4,5%. 

 

მიმდინარე წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,5  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რომელიც მთლიანად განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. 

 

2014 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა  შეადგინა 3,7 ათასი ტონა .

მასალების გადაბეჭდვის წესი