ეს მონაცემი 7.8 მლნ აშშ დოლარით (13.6 მლნ ლარით), ანუ 6.9 პროცენტით მეტია 2013 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 პროცენტი იმ 9 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1.5 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 9 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 90.7 პროცენტი მოდიოდა.
2014 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 14.2 მლნ აშშ დოლარი (24.6 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 11.3 მლნ აშშ დოლარისა (18.7 მლნ ლარი) გასული წლის მარტში.
