ვაკის ობიქეტი „სმარტისთვის“ მეცამეტე სუპერმარკეტია, ხოლო „ვენდის“ ამერიკული რესტორანი თბილისში უკვე მეორეა.

„სმარტის“ სუპერმარკეტში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების ფართო არჩევანი და ზომიერი ფასებია. კომფორტული „სმარტ კაფე“ სრული მომსახურებით, ინტერნეტ (WIFI) ზონა, აფთიაქი, ბანკის ფილიალი, სხვადასხვა ტიპის მაღაზიები „ვენდის“ ამერიკულ რესტორანთან ერთად მომხმარებელს სრულ კომფორტს შეუქმნის. 4500 კვადრატულზე განთავსებული პარკირების ზონა კი „სმარტში“ და „ვენდისში“ სტუმრობას უფრო მეტად სასურველს და მოსახერხებელს გახდის. ” – აცხადებენ “ვისოლ ჯგუფში.”
„ვისოლ ჯგუფის“ ახალ სავაჭრო კომპლექსში 300-მდე ადამიანი დასაქმდება და „სმარტის“ და „ვენდის“ გარდა 5 ახალი ბიზნესი იფუნქციონირებს.







