ეკონომიკა

კვირიკაშვილი: მცირე ბიზნესის სააგენტოს მთავარი ფოკუსი სტარტ აფი იქნება

10 აპრილი, 2014 • • 1510
კვირიკაშვილი: მცირე ბიზნესის სააგენტოს მთავარი ფოკუსი სტარტ აფი იქნება

ამის შესახებ, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: 


“მცირე ბიზნესის სააგენტო იმუშავებს იმ მიმართულებით, რა დახმარებაც ჭირდება დამწყებ ბიზნესს, პირველი ყველაზე მთავარი ფოკუსი იქნება სტარტაფ ბიზნესების დახმარება.”


კვირიკაშვილის თქმით, რაც შეეხება ფინანსურ კომპონენტს, ის სამინისტროსმ არ უნდა მართოს:


“ფინანსური კომპონენტი როგორ იქნება განაწილებული? კიდევ ერთხელ ვამბობ, არ უნდა მართოს ეს სამინსიტრომ. სწორედ იმიტომ იქმნება სახელმწიფო ფინანსური ინსტიტუტი, რომ ასეთი ტიპის კომპონენტები სხვადასხვა სამინისტროებიდან აიღოს, კონსოლიდაცია გაუკეთოს და მართოს ამ ინსტიტუტმა. საანგენტოს დროებით ხელმძღვანელობს გიორგი ციკოლია, შემდგომში ვნახოთ, არ ვიცი როგორ იქნება, მიდის ჯერ დაკომპლექტება.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი