2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ექსპორტმა 15 488 184 ბოთლი შეადგინა, რაც 243%-ით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველი ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. რუსეთი ლიდერობს 71%-ით ექსპორტის მთლიან მოცულობაში. ექსპორტმა რუსეთში 2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით 11 013 446 (0.75ლ) ბოთლი შეადგინა. ექსპორტის მოცულობით მე-6 და მე-7 ადგილზეა, ჩინეთი და ლიტვა.
2014 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით, ექსპორტირებულია 51 202 154 აშშ დოლარის პროდუქცია, რაც 290%-ით აღემატება 2013 წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ამასთან, მარტის თვეში 5 ქვეყანაში ექსპორტირებულია 939 758 (0,5ლ) ბოთლი ბრენდი, ხოლო პირველ კვარტალში 9 ქვეყანაში ბრენდის ექსპორტმა – 3 940 202 (0,5ლ) ბოთლი შეადგინა. იანვარ-მარტის მდგომარეობით, ბრენდის ექსპორტმა თანხაში 14 486 685 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 113%-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერობს უკრაინა, სადაც ექსპორტმა მარტში 426 180 ბოთლი, ხოლო მთლიანად პირველ კვარტალში – 2 504 520 ბოთლი შეადგინა. ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს რუსეთი, სადაც მარტში ექსპორტირებულია 409 026, მთლიანად პირველ კვარტალში კი – 1 242 408 ბოთლი ბრენდი.








