ეკონომიკა

სასტუმრო „რიქსოსის” მშენებლობა თბილისში 18 თვეში დასრულდება

7 აპრილი, 2014 •
სასტუმრო „რიქსოსის”  მშენებლობა თბილისში 18 თვეში დასრულდება

შეხვედრა ლადო გუდიაშვილის ქ.№3-ში შედგა, სადაც ისრაელის ინვესტიციით ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რიქსოსი“ შენდება.


შეხვედრას საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის პრეზიდენტი იციკ მოშე მასპინძლობდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხილიკ ბარი საქართველოს დიდი მეგობარია. მისი ვიზიტის დასრულებისას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რამდენიმე სფეროში კიდევ უფრო გაძლიერდება. მათ შორისაა განათლების სექტორი და საქართველო-ისრაელის პარლამენტების თანამშრომლობა.


„ამგვარა ვიზიტებით ჩანს, რომ ერების კავშირებს ქვეყნების კავშირებად გადავაქცევთ. ხილიკ ბარის ვიზიტის დასრულებისას გაირკვევა, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობა რამდენიმე სფეროში გაძლიერდება. ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რიქსოსი“ საქართველოში ისრაელის ინვესტიციების სიმბოლო გახდა. გვჯერა, რომ მიმდინარე წელს ისრაელიდან საქართველოს ტურიზმის სფეროში ინვესტიციის შემოსვლა გაძლიერდება. წლის ბოლომდე სამი ბიზნესფორუმი ჩატარდება. თუკი აქამდე ისრაელიდან საქართველოში 300 მილიონი დოლარია შემოსული, გვჯერა, რომ ურთიერთთანამშრომლობით წლის ბოლომდე მისი მოცულობა 600 მილიონ დოლარამდე გაიზრდება“, _ განაცხადა იციკ მოშემ.


როგორც ხილიკ ბარმა აღნიშნა, მისი ვიზიტი ორ ქვეყანას შორის არსებული მტკიცე კავშირის დადასტურებაა. „საქართველოში ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობის დონის ამაღლების მიზნით ჩამოვედი. გვინდა ისრაელიდან საქართველოში ინვესტიციის შემოსვლა გაძლიერდეს. ამის დიდი პოტენციალი არსებობს“, – აცხადებს ხილიკ ბარი.


ისრაელის ქნესეთის (პარლამენტის) ვიცე-სპიკერი საქართველოში სხვადასხვა სფეროში მომუშავე ისრაელელ ბიზნესმენებს შეხვდა და მოუსმინა. მისი თქმით, ის ისრაელიდან საქართველოში ინვესტიციების ზრდას ელოდება და მიესალმება, თუ ქართველი ბიზნესმენები ისრაელის ბაზრით დაინტერესდებიან. ამ საქმეში მათთვის საუკეთესო მეგზურის როლს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა ასრულებს. სასტუმრო „რიქსოსსის“ მშენებლობა 18 თვეში დასრულდება.


ხილიკ ბარი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება, ხვალ კი ისრაელის სახლში წაiკითხავს ლექციას თემაზე “ისრაელ-არაბული სამშვიდობო პროცესი.” 


“რიქსოსი” საქართველოში რამდენიმე წლის წინ შემოვიდა, თუმცა  თბილისის ცენტრში, გუდიაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. “რიქსოსის” მშენებლობა თბილისში 2013 წლის ივნისში დაიწყო და 2014 წლის მარტში უნდა დასრულებულიყო.


“რიქსოსის” ბრენდის ქვეშ სასტუმროები ბათუმში და ლიკანში შენდება. 

   

მასალების გადაბეჭდვის წესი