მხარეებმა განიხილეს ფონდის პრიორიტეტული მიმართულებები, მათ შორის- შავიზღვისპირა რეგიონში ახალი პორტის და წყალტუბოს კურორტის განვითარების შესაძლებლობები.


აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონური კომპანიები, Oriental Consultants Company Limited და მისი პარტნიორი Padeco Co., Ltd. ამჟამად ამზადებენ დეტალური კვლევას ახალი პორტის განსავითარებლად: „60 დღეში გვეცოდინება დეტალები, მათ შორის ახალი პორტის ადგილმდებარეობაც,“ 


შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს წყალტუბოს, როგორც სამკურნალო კურორტის განვითარებაზეც. Witteveen+Bos-ის წარმომადგენლმა სლოტემა ვოუტერმა აღნიშნა, რომ მისი კომპანია კონსულტირებას უწევს და დიზაინის პროექტს უმზადებს პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ურბანული განვითარება და გარემოს დაცვა. 

 

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობის მიერ 2011 წელს დაარსდა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს.  საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდი ფლობს „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ, „თელასის“ აქციებს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *