ეკონომიკა

2014 წლის პირველ კვარტალში 12 ათასი ბიზნესსუბიექტები დარეგისტრირდა

3 აპრილი, 2014 • • 1146
2014 წლის პირველ კვარტალში 12 ათასი ბიზნესსუბიექტები დარეგისტრირდა

რეგისტრირებული სუბიექტებიდან 96.6% სამეწარმეო სუბიექტია (ინდივიდუალური მეწარმე, სო­ლი­დარუ­ლი პასუხისმგებლობის სა­ზოგა­დო­­ება, შე­ზღუდუ­ლი პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზო­გა­დო­ება, კომანდიტური სა­ზოგა­დო­ება, კოოპერატივი, უცხოური სამეწარმეო იურიდიული პირის ფი­ლიალი), ხოლო 3.4% – არასა­მე­წარ­მეო სუბიექტი (არასამეწარმეო იურიდიული პირი, უცხოური არა­სა­მეწარმეო იურიდიული პი­რის ფი­ლიალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი).

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2014 წლის პირველ სამ თვეში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით რეგისტრირებული ბიზნესსუბი­ექ­ტების რაოდენობა 9.8%-ით გაიზარდა: სამეწარმეო სუ­ბი­ექ­­­ტების რაოდენობა 10.5%-ით გაიზარდა, ხო­ლო არასამეწარმეო სუბიექტების რაოდენობა 6.6%-ით შემცირდა.

 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ბიზნესსუბიექტთა უმეტესობა დარეგისტრირდა ინდივიდუალური მე­წარ­მის (7 897 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 61.7%) და შეზღუდული პასუხისმგებლობის სა­ზო­გა­დოების (4 369 ერთეული, ანუ რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა 34.1%) სახით.

 

ბიზ­ნესსუბიექტთა 95.8% მხოლოდ აღნიშნულ სამართლებრივ სტატუსებს ანიჭებს უპირატესობას. ამავე პე­რიოდში ქვეყანაში დარეგისტრირდა 429 არა­სამეწარმეო იურიდიული პირი, 48 კოოპერატივი, 29 უცხო­ური სამეწარმეო იურიდიული პირის ფილი­­ალი, 15 სააქციო სა­ზო­გადოება, 6 უცხოური არასამეწარმეო იუ­რი­დიული პირის ფი­ლი­­ალი, 3 სოლიდარული პასუხისმგებლობის სა­ზო­გა­დოება და 1 საჯარო სამარ­თ­ლის იურიდიული პირი.

მასალების გადაბეჭდვის წესი